ნიკოლოზ ცქიტიშვილის "მაჰრამი" უდანაკარგოდ განაგრძობს

AutoSharing Option
მე-18 ტური და მე-18 გამარჯვება. ნიკოლოზ ცქიტიშვილის "მაჰრამმა" ირანის ჩემპიონატში დამარცხების გემო კვლავ არ იცის. მაჰრამელთა მორიგი მსხვერპლი "გორგანი" გამოდგა, რომელიც ცქიტიშვილის გუნდმა სტუმრად 97:71 გაანადგურა.

მაჰრამელთა მწვრთნელი უკვე სავარჯიშოდ იყენებს რეგულარული ჩემპიონატის მატჩებს, რადგან გორგანელთა წინააღმდეგ შეცვლებს ერთიანად, ხუთეულების მიხედვით აკეთებდა. ამაზე მატჩის ოქმი მიუთითებს, სადაც ჩანს, რომ ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა 20 წუთი ითამაშა. ამათ შორისაა ცქიტიშვილიც, რომელმაც ამჯერად ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, გამხდარიყო მატჩის საუკეთესო კალათბურთელი.

20 წუთში ნიკამ 16 ქულა, 7
მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ცქიტიშვილმა 8-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტი კი ყველაზე მეტი - 22 ჰქონდა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამერიკამ თუ ძეძგვა ირანს, კარგად მეყოლოს მერე "მაჰრამი" და "გორგანი".. :D მაქ რა გინდა ნიკოლოზ, წყნარ ქვეყანაში ითამაშე ჯობია :)
provincieli
14:30 22-01-2012
0

სიახლეები პოპულარული