წინა დღეს ჯორჯიელები "ფილადელფიას" გასვლაზე ეთამაშნენ. რამდენადაც კარგად გაისარჯა გუნდი (და ფაჩულია) "კლივლენდთან", იმდენად ცუდად გამოიყურებოდა "ფილადელფიასთან" - 76:90.
* * *
"ატლანტას" გასვლითი მატჩის ჩატარება ზედიზედ ოთხი საშინაო შეხვედრის (ოთხივე
პირველი ტაიმის 47:39 მოგების შემდეგ "ჰოქსის" შეტევა მოიშალა, არც დაცვაში გამოვიდა რამე და მესამე პერიოდი "ფილადელფიამ" 25:10 მოიგო.
15-18 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას კი "ატლანტა" ყოველთვის ვერ შეძლებს. ასე რომ, "ქორები" ფილადელფიიდან წაგებულები დაბრუნდნენ.
საყურადღებოა, რომ მასპინძლებმა მოხსნებში 51:32 იმარჯვეს.
ფილადელფია-ატლანტა 90:76
ზაზა ფაჩულია: 20 წუთი, 5 ქულა (3-დან 2 ორქულიანი), 3 მოხსნა, 2 პასი, 4 ფოლი, 2 შეცდომა.
* * *
სტუმრად წაგების შემდეგ ჯორჯიელებს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციის კარგი შანსი მიეცათ - მათი მეტოქე "კლივლენდი" (6 მოგება 9 მარცხი) იყო.
- პირველიდან ბოლო წუთამდე შეტევაში ყველაფერი ისე გამოგვივიდა, როგორც გვსურდა. მნიშვნელოვანი იყო მესამე პერიოდის კარგად დაწყება. ესეც შევძელით და საფინალო ანგარიში სრულად ასახავს ძალთა თანაფარდობას, - აღნიშნა ნამატჩევს "ატლანტას" თავკაცმა ლარი დრიუმ.
ახლა ზაზა ფაჩულიაზე. მან მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და თავიდანვე აქტიურად ამოქმედდა. ანდერსონ ვარეჟაომ ვერაფრით შეძლო სამწამიანი ზონიდან ფაჩულიას განდევნა. 27 წლის ქართველი კი არც პასებს აგვიანებდა და შესაფერის დროს მეტოქის კალათსაც შედეგიანად უტევდა.
იგი მოედანზე მეორე პერიოდის მესამე წუთზე დაბრუნდა და მესამე მეოთხედის მერვე წუთამდე ითამაშა. სწორედ ამ მონაკვეთში გაზარდა "ატლანტამ" სხვაობა 7-დან 24 ქულამდე (83:59).
აშკარაა, რომ ზაზა კარგ ფორმაშია, მოედანზე წონის კვალობაზე (125 კგ) მსუბუქად მოძრაობდა. ერთ ეპიზოდში ელვის სისწრაფით გადაკვეთა მეტოქის ნახევარი და ეფექტურადაც ჩატენა. ამ მომენტის შემდეგ ტელეარხ "ფოქსსპორტის" კომენტატორებმა ფაჩულიას მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურეს: სეზონში მესამედ სასტარტო ხუთეულში გამოსვლამ ზაზაზე კარგად იმოქმედა, თამაშში ენერგიულად ჩაერთო და გარდა იმისა, რომ ფარქვეშ დომინირებს, სწრაფი შეტევისასაც გამთამაშებლის სისწრაფით მოქმედებსო. მოკლედ, ვინც ზაზას თამაშის სანახავად ჩემსავით ღამე გატეხა, ნამდვილად არ ინანებდა.
მატჩის მსვლელობისას ორი კალათბურთელის თამაშის მომენტები არაერთხელ დაატრიალეს. ერთი ფაჩულია იყო, მეორე ჯო ჯონსონი, რომელიც თითქოს სანადიროდ ყოფილიყო, ტყვიას ტყვიაში არტყამდა. მის ანგარიშზე 25 ქულაა. მატჩის ოქმში ცალკე გრაფაში იწერება ამა თუ იმ კალათბურთელის მოედანზე ყოფნის დროს მისმა გუნდმა რა სხვაობით მოიგო (ან წააგო). სწორედ ზაზასა და ჯოს ჰქონდათ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი +27.
ატლანტა-კლივლენდი 121:94
ზაზა ფაჩულია: 29 წუთი, 13 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა, 2 ფოლი, 2 შეცდომა.