ვლადიმერ ბოისა თამაშს აუმჯობესებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამოცდილმა ფორვარდმა, 30 წლის ვლადიმერ ბოისამ საბერძნეთში გადასვლის შემდეგ მესამე მატჩი ჩაატარა და "პანიონიოსს" გამარჯვებაში დაეხმარა. ვოვას თანაგუნდელებმა "ილისიაკოსს" სტუმრად 78:76 სძლიეს.

ბოისა თამაშში საწყისი პერიოდის ბოლოს ჩაერთო და პირველივე შეტევა სამი ქულით დააგვირგვინა - ორქულიანი ჩააგდო და მეტოქეს წესების დარღვევა აიძულა. მან ჯარიმაც ზუსტად სტყორცნა და "პანიონიოსი" 22:19 დააწინაურა. ასე, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა შეხვედრა და საბოლოოდ ვინც გაიმარჯვა ზემოთ უკვე გითხარით.

ვოვამ 13 წუთი ითამაშა, 7 ქულა (4/2 ორქულიანი, 1/0 სამიანი, 4/3 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1
დაფარება მოაგროვა.

15 ტურის შემდეგ "პანიონიოსს" 10 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. 28 იანვარს ბოისას ამჟამინდელი გუნდი მის ყოფილ "არისს" ესტუმრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული