ზაზა ფაჩულიამ ტიმ დანკანი შეაჩერა, "ატლანტან" "სან ანტონიო" - ვერა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოქსი" ტექსასის შტატში აღმოსავლეთის კონფერენციის მეორეადგილოსნის სტატუსით ჩავიდა და უკან მექვსეადგილოსნად დაბრუნდა - "სან ანტონიომ" 105:83 აჯობა. "სპურსმა" გადამწყვეტ უპირატესობას მესამე პერიოდში მიაღწია და ბოლო რაუნდის წინ 76:61 დაწინაურდა.

ზაზა ფაჩულიამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 5-5 ქულა და მოხსნა მოაგროვა. სხვათა შორის, ჯორჯიელებს გასვლით შეხვედრებში სწორედ 5-5 მოგება-წაგება აქვთ.

27 წლის ქართველის თამაში გაზეთმა "ატლანტა კონსტიტუშენმა" ასე შეაფასა:

"ზაზას ტიმ დანკანის მეურვეობა უწევდა. დასაფასებელია მისი გარჯა "სან ანტონიოს" ლიდერის წინააღმდეგ. ტიმმა მხოლოდ 6 ქულა ჩააგდო. ასევე ენერგიულად გამოიყურებოდა
"ატლანტას" მეორე მეფარე ივან ჯონსონი, თუმცა საერთო მაჩვენებლებით, "ატლანტამ" მასპინძლებს ვერც ფარქვეშ აჯობა და ვერც პერიმეტრზე."

სტატისტიკას მოვიშველიებთ: "სურსმა" 11 სამქულიანი ჩააგდო, "ჰოქსმა" - 6.

ჯორჯიელები მომდევნო შეხვედრას 27 იანვარს დეტროიტში "პისტონსთან" ჩაატარებენ.

სან ანტონიო-ატლანტა 105:83
ზაზა ფაჩულია: 27 წუთი, 5 ქულა (2/4 ორქულიანი, 1/2 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 შეცდომა, 4 ფოლი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული