ნიკა ცქიტიშვილი სპარსეთის ჩემპიონატს ლიდერობს

AutoSharing Option
ირანის ჩემპიონატში მორიგი მატჩები მოიგო ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამმა", ქართველმა ფორვარდმა კვლავ ნაყოფიერად იმუშავა. ბოლო ტურში მაჰრამელთა მეტოქე "გორგანი" იყო. სტუმრად გამართული შეხვედრა "სკიტას" თანაგუნდელებმა 26 ქულის სხვაობით მოიგეს - 97:71.

ნიკამ 20 წუთი მაქსიმალურად გამოიყენა: 16 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. მის ანგარიშზე 6 ორქულიანი (8-დან) და 4 საჯარიმოა (5-დან). მატჩის ბომბარდირი გორგანის ლეგიონერი ანდრე ბრაუნი გახდა.

* * *
ბოლოსწინა ტურში კი, ცქიტიშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა, "აჰვაზთან" 33 წუთში 15 ქულას 13 მოხსნა წაუმატა. გარდა ამისა, 28 წლის ქართველის
ანგარიშზე 2-2 პასი-ჩაჭრაა. ნიკას ამჯერად ერთი ორქულიანიც არ აუცილებია - 5-დან 5, ხოლო 8 საჯარიმოდან 5 გამოიყენა.

იოლი მისახვედრია: "მაჰრამმა" "აჰვაზთან" საშინაო მატჩიც მოიგო - 94:77.

არც იმის შეხსენება დაგჭირდებათ, რომ ცქიტიშვილის გუნდი სპარსეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. თვრამეტივე მატჩი აქვს მოგებული. რეგულარული ეტაპის ჩემპიონობა პრაქტიკულად განაღდებული აქვს, თუმცა რეგულარულის დასრულებამდე 3 მატჩია დარჩენილი.

"მაჰრამი" მომდევნო შეხვედრას "აზადთან" 30 იანვარს გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული