სერია A-ში "ქართულ დერბი" ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ" მოიგო

AutoSharing Option
ზედიზედ მეორე ტურია, იტალიის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველების გუნდები ხვდებიან. წინა ტურში მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუ" ვიქტორ სანიკიძის "კანადიან სილარს" შეხვდა, ეხლა კი "კანტუს" ნიკა მეტრეველის "დინამო სასარისთან" მოუწია თამაში.

შეხვედრა სარდინიაზე გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით დამთავრდა. მეტრეველის გუნდმა ცხრილში მასზე გაცილებით დაწინაურებული "კანტუ" 74:67 დაამარცხა. 

ქართველთაგან ხუთეულში მხოლოდ მარკოიშილი იყო, რომელსაც მოედანზე საკმაოდ მცირე ხნით - 13 წუთით მოუწია ყოფნა. მანუჩარმა 5-დან 1 ოქრულიანი
და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა და1 პასი მიითვალა. საუკეთესო ვლადიმირ მიკოვს 21 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა.

რაც შეეხებათ მასპინძლებს, დინამოელთაგან საუკეთესო შედეგი ქართულპასპორტიანმა ქუინთონ ჰოსლიმ აჩვენა, რომელმაც 34 წუთში 22 ქულა მოაგროვა. ნიკა მეტრეველმა მხოლოდ 6 წუთი ითამაშა და 2 მოედანი 2 მოხსნით დატოვა. მეტრეველმა 2 ორქულიანი ააცილა.

ხვალ თავის შეხვედრას "კანადიან სოლარი" გამართავს. სანიკიძის გუნდი "აველინოს" უმასპინძლებენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული