ვლადიმერ ბოისას "პანიონიოსმა" "არისი" 69:63 დაამარცხა

AutoSharing Option
ვლადიმერ ბოისას "პანიონიოსმა" საბერძნეთის ჩემპიონატში სტუმრად ვოვას ყოფილ კლუბ "არისთან" ითამაშა. ევრობასკეტზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში არაერთ ძახილის ნიშანს ვხვდებით: "გეორგიოს ბარძოკასის "პანიონიოსმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საბერძნეთში "პანათინაიკოსისა" და "ოლიმპიაკოსის" შემდეგ მესამე გუნდია! პირველ ტაიმში "არისთან" 16-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ ბარძოკასის შეგირდებმა თამაში გამოასწორეს, ერთ ეპიზოდში 21:4(!) გაიქცნენ და საფინალო სირენამაც მათი გამარჯვება დააფიქსირა - 69:63."

წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა ვლადიმერ ბოისამ, რომელმაც 19 წუთში 4 ქულა (3/2 ორქულიანი), 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. "პანიონიოსის" რიგებში ბომბარდირობა უილიამ კეისმა იკისრა, 17
ქულა ჩააგდო. სათადარიგოებმა დიებლერმა და ბატისმა შესაბამისად 12 და 13 ქულა მოაგროვეს.

საიტ "ევრობასკეტის" კომპლიმენტის მიუხედავად ბოისას გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მაინც არ არის, ერთი მოგებით უსწრებს "კოლოსოსი", რომელმაც გუშინ მინიმალური სხვაობით სძლია "დრამასს" (83:82) და მესამე ადგილი შეინარჩუნა. პირველ-მეორე პოზიციებს "პანათინაიკოსი" და "ოლიმპიაკოსი" იყოფენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული