ხვალეც დადგა: ქართველმა ცენტრმა NBA-ში მე-600 მატჩი ითამაშა, რაც სახუმარო ციფრი ნამდვილად არ არის. ფაჩულიამ ამერიკულ კალათბურთში 2003 წელს შეაბიჯა, საწყისი ორი წელი საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას შეალია, კარგად რომ გამოუვიდა, "ატლანტა ჰოქსმა" აიყვანა და რამდენიმეწლიანი გეგმის ნაწილად აქცია. გეგმა მიზნად ძირითადი ბირთვის შენარჩუნებასა და აუტსაიდერიდან კონფერენციის ფავორიტად ქცევას ისახავდა.
- როგორც პერსპექტიულს აღარავინ გვიყურებს, ელიტარული კლუბების რიგში ვართ და შედეგებსაც წლიდან წლამდე ვაუმჯობესებთ, - ამბობს ფაჩულია.
დღეს
არც "ნიუ ორლეან ჰორნეთსთან" (4 მოგება, 16 წაგება) სტუმრად გამარჯვება გაუკვირდებოდა ვინმეს. ჯორჯიელებმა "კრაზანები" მესამე მეოთხედში გატეხეს: პერიოდის ბოლოს 21:4 გაიქცნენ. სპურტს ფაჩულიამ სამი რეალიზებული საჯარიმოთი ჩაუყარა საფუძველი. ცხადია, დაცვაშიც მყარად იდგა.
მეოთხე რაუნდში მწვრთნელმა ხუთეულის წევრები, ფაჩულია, ტიგი, უილიამსი და ჯონსონი დაასვენა. მატჩი გამარჯვებამდე სათადარიგოებმაც მშვიდად მიიყვანეს - 94:72.
ნიუ ორლეანი-ატლანტა 72:94
ზაზა ფაჩულია: 25 წუთი, 5 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 პასი, 2 დაფარება, 2 შეცდომა, 3 ფოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"