ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 4 მოხსნა დააკლდა

AutoSharing Option
100:77 - ამ ანგარიშით გაანადგურა გასვლითი ტურნეში მყოფმა "ატლანტამ" "ტორონტო". ამით ზაზა ფაჩულიას გუნდმა დაასრულა 5-მატჩიანი გასვლითი ტურნე, საიდანაც 4 შეხვედრა მოიგო.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:23 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 6 ორქულიანიდან 5 ჩააგდო და მისი მონაგარიც ეს იყო - 10 ქულა. ამის გარდა ზაზამ 6 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე 4 მოხსნა დააკლდა.

ატლანტელებს ჯო ჯონსონმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა. რაც შეეხებათ ტორონტოელებს, მათმა ბომბარდირმა მხოლოდ 14 ქულა მიითვალა.

"ატლანტა ჰოუქსს" 16 მოგება და 6
მარცხი აქვთ. ამ შედეგით ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე ერთპიროვნულად განთავსდა. მომდევნო შეხვედრას "ქორები" ატლანტაში 3 იანვარს, "მემფისის" წინააღმდეგ გამართავენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული