ზაზა ფაჩულიას "ატლანტა" "ფილადელფიასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" აღმოსავლეთ კონფერენციაში პრინციპულ მეტოქესთან წააგო. ამ მატჩამდე "ჰოუქსს" და "ფილადელფიას" ერთნაირი შედეგი ჰქონდათ - 16 გამარჯვება და 7 მარცხი. ატლანტელებმა შამსი ვერ გამოიყენეს და საკუთარ მოედანზე 87:98 წააგეს.

მათალია, მასპინძლებმა პირველი მეოთხედი მოიგეს (21:20), მაგრამ მეორე პერიოდი ჩააგდეს (20:37) და დარჩენილ დროში საქმე ვეღარ გამოასწორეს.

სტაბილურად ითამაშეს "ფილადელფიას" სათადარიგოებმა, რომლებმაც ჯამში 53 ქულა მოაგროვეს და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთი ითამაშა. ზაზამ ორი ორქულიანი ისროლა და ორივე ჩააგდო. მის
ანგარიშზე 4 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 პასიც იყო. ორმაგი დუბლი (14 ქულა, 13 მოხსნა) შეასრულა ფაჩულიას შემცვლელმა ცენტალურმა თავდამსხმელმა ივან ჯონსონმა, ხოლო საუკეთესო შედეგი ატლანტელთა გამთამაშებელმა ჯეფ ტიგმა აჩვენა - 21 ქულა, 6 პასი.

16 მოგებითა და 8 მარცხით "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა. მომდევნო მატჩში ზაზა ფაჩულია იგორ კოკოშკოვს შეხვდება. ატლანტაში 7 თებერვალს "ფინიქს სანსი" ითამაშებს, რომლის ასისტენტი მწვრთნელიც სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი გახლავთ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული