ვიქტორ სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე ორი ქულა დააკლდა

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგ ტურში, მილანურ "არმანისთან" ვიქტორ სანიკიძემ მოხსნებში საკუთარი საშუალო რაოდენობა შეასრულა, მაგრამ ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა.

რაც არანაკლებ დასანანია, "კანადიან სოლარმა" უშუალო კონკურენტთან წააგო. ბოლონიაში გამართული შეხვედრა მილანელების გამარჯვებით - 80:68 დასრულდა.

სანიკიძემ საკმაოდ ბევრი - 37 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 4 ორქულინი გამოიყენა, 4 სამიანი კი ააცილა. 8 ქულასთან ერთად სანიკიძემ 11 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ბოლო მეოთხედის დაწყებამდე ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა გუნდური თამაშის წყალობით მილანელებმა მოახერხეს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.

ამ
წაგებამ ბოლონიელებს ერთპიროვნული მეორე ადგილი დააკარგვინა. მილანელები სანიკიძის გუნდს დაეწივნენ და ახლა ეს გუნდები II-III ადგილებს იყოფენ. მომდევნო ტურის მატჩს "კანადიან სოლარი" სტუმრად, კრემონაში, 11 თებერვალს გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული