მესამე ადგილზე მყოფმა ქართველების გუნდმა მდევარ "ვენეციას" უმასპინძლა და 73:78 დამარცხდა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დაეწია "კანტუს" და მესამე ადგილზე თავად დამკვიდრდა. კანტუელებმა კი უარესი ბურთების შეფარდების გამო მეექვსე ადგილზე გადაინაცვლეს.
კანტუელებმა მარკოიშვილის დიდებული გარჯის მიუხედავად ვერაფერი გააწყვეს სერია A-ს დებიუტან "ვენეციასთან". მანუჩარმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მან 34 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
მარკოიშვილი შესაშური სიზუსტით ესროდა: 6-დან 5 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო და
შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და 10 ქულის მოსაგროვებლად 13 წუთი იკმარა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინი სხვა მხრივაც აქტიურობდა და თავი 4 მოხსნას, 2 დაფარებას და 1 ჩაჭრასაც მოუყარა.
აქვე აღვნიშნოთ, რომ ამავე ტურში იოლი გამარჯვება მოიპოვა სერია A-ს მეოთხე ქართველის გუნდმა. "დინამო სასარიმ" "ვანოლის" 91:76 მოუგო, მაგრამ ნიკა მეტრეველი მხოლოდ სათადარიგოობას დასჯერდა და მოედანზე არ გამოჩენილა.
"დინამო სასარის" "კანტუს" მსგავსად 11 მოგება და 8 მარცხი აქვს და მომდევნო მატჩს მილანში "არმანისთან" გამართავს.
gbf.ge