მანუჩარ მარკოიშვილის 22-მა ქულამ "კანტუს" ვერ უშველა

AutoSharing Option
"კანადიან სოლარის" ანალოგიური რამ შეემთხვა მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუს".

მესამე ადგილზე მყოფმა ქართველების გუნდმა მდევარ "ვენეციას" უმასპინძლა და 73:78 დამარცხდა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დაეწია "კანტუს" და მესამე ადგილზე თავად დამკვიდრდა. კანტუელებმა კი უარესი ბურთების შეფარდების გამო მეექვსე ადგილზე გადაინაცვლეს.

კანტუელებმა მარკოიშვილის დიდებული გარჯის მიუხედავად ვერაფერი გააწყვეს სერია A-ს დებიუტან "ვენეციასთან". მანუჩარმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მან 34 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

მარკოიშვილი შესაშური სიზუსტით ესროდა: 6-დან 5 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო და
4-დან 2 სამიანი. თავის გუნდში მარკოიშვილს ყველაზე მაღალი შედეგი ჰქონდა, თუმც კარგად გაისარჯა "კანტუს" მეორე ქართველიც.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და 10 ქულის მოსაგროვებლად 13 წუთი იკმარა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინი სხვა მხრივაც აქტიურობდა და თავი 4 მოხსნას, 2 დაფარებას და 1 ჩაჭრასაც მოუყარა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ამავე ტურში იოლი გამარჯვება მოიპოვა სერია A-ს მეოთხე ქართველის გუნდმა. "დინამო სასარიმ" "ვანოლის" 91:76 მოუგო, მაგრამ ნიკა მეტრეველი მხოლოდ სათადარიგოობას დასჯერდა და მოედანზე არ გამოჩენილა.

"დინამო სასარის" "კანტუს" მსგავსად 11 მოგება და 8 მარცხი აქვს და მომდევნო მატჩს მილანში "არმანისთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული