ვლადიმერ ბოისას "პანიონიოსმა" მორიგი მატჩი მოიგო

AutoSharing Option
მას შემდეგ რაც ვლადიმერ ბოისა ბერძნულ "პანიონიოსში" გადავიდა, გუნდს თამაში არ წაუგია. ამჯერად დედაქალაქელებს "პაოკი" ემსხვერპლათ - 69:59.

საინტერესოა, რომ 10 ქულაზე მეტი მხოლოდ ერთმა პანიონიოსელმა მოაგროვა - ვლადიმირ იანკოვიჩმა 12 ჩააგდო. ვოვამ 21 წუთში 4-4 ქულა-მოხსნა მოაგროვა, რასაც 2 პასი მიამატა.

"პანიონიოსი" კვლავ მეოთხე ადგილზეა (12 მოგება, 4 წაგება). მესამეადგილოსან "კოლოსოსს" ერთით მეტი გამარჯვება აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული