ტორი გრინი თურქულ "თოფაზში" გადავიდა

AutoSharing Option
სწორი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა უკანახაზელმა ტორინ გრინმა: ესპანური "გრან კანარიიდან" თურქულ "თოფაზში" გადავიდა.

შესაძლოა, ამ სიტყვებმა გაგაკვირვოთ - ესპანეთს თურქეთი როგორ სჯობდაო. საქმე ისაა, რომ ტორინს მიმდინარე სეზონში "გრან კანარიაში" დრო მეტად შეზღუდული ჰქონდა, საშუალოდ 15 წუთს თამაშობდა.

არადა, წინა სეზონში გრინი კუნძულელთა ლიდერი იყო და არაერთ ეფექტურ მატჩს შორის მადრიდის "რეალთან" დაპირისპირების გამორჩევა შეიძლება, რომელიც "კანარიამ" გრინის მიერ ჩაგდებული შორეული სამქულიანით მოიგო. მაისის დასაწყისში ტორინმა ფეხის ცერი მოიტეხა და მას მერე მწვრთნელის ნდობა ვერ დაიბრუნა.

ბურსას "თოფაზი"
თურქეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა (10 მოგება, 7 მარცხი) და პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის.

ბოლოს იმასაც შეგახსენებთ, რომ ტორინ გრინი საქართველოს ნაკრებში მოხვედრის პრეტენდენტად კვლავ განიხილება. ამის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა დეკემბერში, თბილისში ორდღიანი ვიზიტისას გვითხრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული