"ატლანტამ" გამოცდილი ცენტრი ერიკ დემპიე აიყვანა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ატლანტა ჰოქსის" სასტარტო ცენტრმა ელ ჰორფორდმა და სათადარიგო მეფარემ ჯეისონ კოლინზმა სერიოზული ტრავმები მიიღეს, გუნდის ხელმძღვანელობამ დღის წეს-რიგში ახალი ცენტრის დამატების საკითხი დააყენა.

საქმეს თავი მალევე მოაბა და კონტრაქტი გააფორმა 36 წლის ცენტრ ერიკ დემპიესთან. ხელშეკრულება 10-დღიანია და ვადის ამოწურვის შემდეგ ჯორჯიელები თუ საჭიროდ ჩათვლიან კონტრაქტსაც გაახანგრძლივებენ.

ზაზა ფაჩულიას ქართველ ქომაგს დემპიეს დამატებით საფიქრალი ნაკლებად უნდა ჰქონდეს, რადგან ახალწვეული ზაზას შემცვლელად მოიაზრება. ამის შესახებ გაზეთი "ატლანტა კონსტიტუშენიც" წერს:

"ატლანტელები ამიერიდან ფორვარდებს ცენტრებად აღარ გამოიყენებენ, რადგან გუნდში გამოჩნდა
ერიკ დემპიე. ზაზა ფაჩულია ერთადერთი ჯანმრთელი ცენტრი იყო, რომლის შემცვლელად ივან ჯონსონი თამაშობდა. რიგ შემთხვევებში მეხუთე ნომრად ჯოშ სმიტი ირჯებოდა.

- ვინც ჩვენი გუნდის თამაშს თვალს ადევნებს, მოეხსენება, რომ წინა ხაზის გაძილერება ნამდვილად გვჭირდებოდა. ერიკ დემპიე გამოცდილი კალათბურთელია, იცის თამაში, განსაკუთრებით სასარგებლო დაცვაშია. ვიმედოვნებ, იგი სათანადოდ დაგვეხმარება, - აღნიშნა "ჰოქსის" მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული