"გრან კანარიამ" მორიგ ტურში შინ "ალიკანტეს" მოუგო. კუნძულელებმა პირველ მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს და ანგარიშით 61:53 იმარჯვეს.
მარკიზ ჰეინსი, რომელიც გასულ მატჩებში და ზოგადად, კანარიელთა ლიდერად ითვლება, ამ შეხვედრაში ინერტული იყო. მან 29 წუთი ითამაშა და ბომბარდირობას ჩვეული მხოლოდ 5 ქულას დასჯერდა. 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 ორქულიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე
მოგებამ კანარიელები ცხრილში ვერ დააწინაურა. ჰეინსის გუნდი კვლავ მე-13 ადგილზე იმყოფება. პრიმერადივიზიონში მომდევნო მატჩს "გრან კანარია" 26 თებერვალს მადრიდში, "რეალთან" გამართავს.
gbf.ge