ვლადიმერ ბოისას "პანიონიოსი" კაოდ-თან დამარცხდა

AutoSharing Option
რაც ბერძნულ "პანიონიოსში" გადავიდა, ვლადიმერ ბოისას ახალმა გუნდმა პირველად წააგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა აქამდე 4 მატჩი ჩაატარა "პანიონიოსის" შემადგენლობაში და ათენურმა გუნდმა ყველა შეხვედრა მოიგო. დღეს პანიონიოსელები სტუმრად კაოდ-ს შეხვდნენ და 62:71 დამარცხდნენ.

ბოისამ საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მოედანზე 19 წუთი გაატარა და 7 ქულასთან ერთად 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ვოვამ 7 ცდიდან, 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.

მიუხედავად წაგებისა, "პანიონიოსი" გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილს მყარად იკავებს.
მომდევნო ტურში, 15 თებერვალს, "პანიონიოსი" შინ "მარუსის" შეხვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული