ნიკა მეტრეველმა და ქუინტონ ჰოსლმა "მილანი" გააოცეს

AutoSharing Option
ნიკა მეტრეველის თანაგუნდელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ქუინტონ ჰოსლი იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

მან ეს მონაგარითაც (31 ქულა, 6 მოხსნა, 2-2 ჩაჭრა-პასი) და მატჩის საფინალო შედეგითაც დაიმსახურა - "დინამო სასარიმ" ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი "მილანი" მისსავე მოედანზე დაამარცხა (81:71).

გამარჯვებულთა შორის 10 წუთი ითამაშა მეტრეველმა, რომელმაც ოქმში 4-4 ქულა-მოხსნა-ფოლი ჩაიწერა. ნიკამ 7-დან 2 ორქულიანი გამოიყენა.

ამ მოგებით სარდინიელები სატურნირო ცხრილში საგრძნობლად დაწინაურდნენ. მათ ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსთან" და "მილანთან" ერთად 12-12 მოგება აქვთ და მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული