ზაზა ფაჩულიამ "ლეიკერსთან" 9 მოხსა და 4 ჩაჭრა მოაგროვა

AutoSharing Option
ლოს ანჯელესში, "ლეიკერსთან" მატჩში, ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა.

ქართველმა ცენტრმა ლოსანჯელესელებს ბურთი 4-ჯერ ჩაუჭრა და ეს მატჩის საუკეთესო შედეგი გახლდათ. ფაჩულიას საუკეთესო შედეგი აქამდე 3 ჩაჭრა იყო, რომელიც მან 6 თებერვალს, "ფინიქსთან" მატჩში მოაგროვა.

რაც შეეხება მატჩს, ფაჩულიას გუნდმა წააგო. "ატლანტა ჰოუქსი" პირველ ტაიმში ტოლსწორად ებრძოდა მასპინძლებს, თუმცა მესამე მეოთხედი ჩააგდო და დარჩენილ დროში ვითარება ვეღარ გამოასწორა. "ლეიკერსმა" საბოლოოდ 8 ქულის სხვაობით - 86:78 გაიმარჯვა.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27,23 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა
მხოლოდ ერთი ქულა ჩააგდო, სამაგიეროდ კარგად იმუშავა ფარქვეშ და 9 მოხსნა მოაგროვა. ამის გარდა ფაჩულიას თითო პასი და დაფარება ჰქონდა, 4 ჩაჭრის შესახებ კი წერილის დასაწყისშივე გიამბეთ.

"ატლანტას" სადღეისო მონაგარი 18 მოგება და 11 მარცხია. ანალოგიური შედეგი აქვს "ორლანდოსაც" და ეს გუნდები აღმოსავლეთ კონფერენციაში IV-V ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩი ატლანტელებს ფინიქსში, ხვალ, გამთენიისას ელით.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული