ზაზა ფაჩულია: იგორ კოკოშკოვმა იცის, რა უნდა თქვას ერთიანობის შესანარჩუნებლად

AutoSharing Option
"ფინიქსის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე "ატლანტასთან" მატჩიდან ხუთი მთავარი მოვლენა გამოარჩიეს. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მეხუთეა:

"იგორ კოკოშკოვმა მთელი ზაფხული საქართველოში გაატარა. იგი იქაურ ნაკრებს 2008 წლიდან წვრთნის. მას მერე გუნდი წინ მიიწევს და 2011 წელს ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა, სადაც პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახა და ტოპ-12-ში მოხვდა.

ევრობასკეტზე ქართველთა ვარსკვლავი ზაზა ფაჩულია გახლდათ, რომელმაც გუშინდელი მატჩი "ფინიქსის" წინააღმდეგ სასტარტო ხუთეულში ითამაშა. (იხილეთ სტატია)

- საქართველოს ნაკრები ბევრს შრომობდა, რათა ელიტარულ გუნდად ქცეულიყო. იგორ კოკოშკოვის მოსვლის შემდეგ პროგრესი აშკარაა. კარგია, რომ მას აქვს გამოცდილება
როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში მუშაობისა, - ამბობს 28 წლის ფაჩულია და დასძენს:

- როგორც ყველგან, საქართველოს ნაკრებშიც ყოფილა მძიმე დღეები, მაგრამ კოკოშკოვმა იცის, რა უნდა თქვას გუნდში ერთიანობის შესანარჩუნებლად."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული