მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი - იტალიის თასის ნახევარფინალში

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუმ" იტალიის თასის მეოთხედფინალი იოლად გადალახა - "აველინო" 99:70 დაამარცხა.

გამარჯვებულთა რიგებში ქულათა დაახლოებით მესამედი ქართული იყო, მანუჩარმა 22 ჩააგდო, გიორგიმ - 10.

პირველმა შესაშური სიზუსტით ისროლა პერიმეტრიდან: 7-დან 5 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო. გარდა ამისა, მანუს ანგარიშზე 3-3 მოხსნა-პასია.

შერმადინმა ოთხივე ორქულიანი და ორივე საჯარიმო გამოიყენა, 100-პროცენტიანი სიზუსტით ჩაგდებულ 10 ქულას კი 5 მოხსნა და 1 დაფარება წაუმატა.

ნახევარფინალში "კანტუ" "სკავოლინის" დაუპირისპირდება (რომელმაც "ვენეცია" დაამარცხა). მატჩი 18 თებერვალს გაიმართება. მეორე წყვილი
"მონტეპასკიმ" და "მილანმა" შეადგინეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული