ქართველებმა "კანტუ" იტალიის თასის ფინალში გაიყვანეს

AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას, რომ იტალიის თასის გათამაშების ფინალში "კანტუ" ქართველებმა გაიყვანეს.

"სკავოლინისთან" ნახევარფინალურ მატჩში გიორგი შერმადინი და მანუჩარ მარკოიშვილი თავიანთი გუნდის ჭეშმარიტი ლიდერები იყვნენ.

ორივე კალათბურთელმა ჯამში 33 ქულა დააგროვა, თანაც ისე, რომ ორივეს პირადი მონაგარი ყველა დანარჩენ კანტუელზე უმეტესი იყო.

ქართველი ლეგიონერების წყალობით "კანტუმ" 71:64 დაამარცხა მძლავრი "სკავოლინი" და ფინალში გავიდა, სადაც იტალიის ჯერჯერობით საუკეთესო გუნდ "სიენას" შეერკინება.

სიენელებმა თავის მხრივ გაჭირვებით მოიპოვეს ფინალის საგზური. მათ დიდი ბრძოლა გადახდათ მილანის "არმანისთან", რომელიც საბოლოოდ 67:65 დაამარცხეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე შერმადინი
გახდა, რომელსაც 18 ქულის, 3 მოხსნის, 1 პასისა და 1 დაფარების მოსაგროვებლად 22 წუთი ეყო.

მოედანზე გამოსვლიდან 10 წუთში ქართველ ცენტრს უკვე 10 ქულა ჰქონდა მოგროვებული. მან თამაში წარმატებით განაგრძო და საბოლოოდ ყველაზე შედეგიანიც გახლდათ. შერმადინი შეუდარებლად ესროდა: 8-დან 7 ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინის მსგავსად სათადარიგო იგო მარკოიშვილიც. მოედანზე გატარებულ 25 წუთში მანუჩარმა 15 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა უკანახაზელმა 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისი 15 ქულა შერმდინის შემდეგ კანტუელთაგან მეორე შედეგი იყო. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით კი შერმადინსა (19) და მარკოიშვილს (16) შორის ვლადიმირ მიკოვი (18) ჩადგა, რომელმაც 9 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

ფინალი დღეს, 19 თებერვალს, თბილისის დროით 20 საათზე გაიმართვება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული