რომელმა უკეთესად ითამაშა, მარკოიშვილმა თუ შერმადინმა? ამაზე იტალიელებიც ვერ შეთანხმდნენ. საინტერესოა, რომ "დეილი ბასკეტში" მატჩის საუკეთესო კალათბურთელად (MVP) შერმადინია დასახელებული, ხოლო "ოლრაუნდში" - მარკოიშვილი. "დეილიში" მანუჩარის თამაში 7.5 ქულითაა შეფასებული, ხოლო გიორგისა - 8 ქულით.
აქვე ქართველების სრულ მონაგარს გაგაცნობთ: მარკოიშვილი - 25 წუთი, 15 ქულა (6/3 ორქულიანი, 4/2 სამიანი, 4/3 საჯარიმო), 6
* * *
ნახევარფინალი 18 თებერვალს გაიმართა, ფინალი 19 თებერვალს, რომელშიც "კანტუ" "მონტეპასკის" დაუპირისპირდა. გიორგისა და მანუჩარის გუნდს ფინალში რომ მოეგო, ამას შესავალშივე გახარებდით, მაგრამ წინა დღის დაღლილმა კანტუელებმა გაცილებით დიდი ბიუჯეტის მქონე სიენელებს ფინალში ვერაფერი დააკლეს და 71:88 დამარცხდნენ.
შერმადინმა 11 წუთში 8 ქულა (4/3 ორქულიანი, 3/2 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. მან მოედანი ხუთი ფოლის გამო ნაადრევად დატოვა. მარკოიშვილმა 19 წუთში 2 ქულა (3/1 ორქულიანი), 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 პასი გაიფორმა.
"კანტუს" ხუთშაბათს ევროლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, "ბარსელონას" უმასპინძლებს. ამ შეხვედრის შედეგზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იტალიელთა მეოთხედფინალში გასვლის საკითხი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"