ზაზა ფაჩულიას "ატლანტა" "ნიქსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსმა" ხუთმატჩიანი გასვლითი ტურნე წარუმატებლად დაასრულა. უცხო ქალაქებში გამართული შეხვედრებიდან ზაზა ფაჩულიას გუნდმა მხოლოდ ფინიქსში მოიგო, ლოს ანჯელესში, პორტლენდში, ჩიკაგოში და დღეს, გამთენიისას ნიუ იორკშიც წააგო. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ტრავმებია.

ალ ჰორფორდის დაკარგვის შემდეგ ატლანტელებს გუნდის ლიდერი ჯო ჯონსონიც დაუშავდათ.

"მედისონ სკვერ გარდენში" გამართული შეხვედრის ბედი პირველი ტაიმის შემდეგ უკვე გადაწყვეტილი იყო. მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს - 60:35. მეორე მეოთხედში ბევრიც არაფერი შეცვლილა. სტუმრებმა ჩამორჩენის მხოლოდ ოდნავ შემცირება შეძლეს და საბოლოოდ 82:99 დამარცხდნენ.

ნიუიორკელებს მოულოდნელად ამობრწყინებულმა ჩინელმა
ფენომენმა ჯერემი ლინმა ულიდერა. ლინმა 17 ქულა და 9 პასი მოაგროვა და ეს მისთვის ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო 8 მატჩში.

"ატლანტაში" კი საუკეთესო ხუთეულში ჯო ჯონსონის სანაცვლოდ მოხვედრილი ვილი გრინი გახდა, რომელმაც 16 ქულა და 4 პასი მიითვალა. ზაზა ფაჩულიამ 22 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 4 მოხსნა და 2-2 პას-დაფარება მოაგროვა.

19 მოგებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში "ატლანტა" მეექვსე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ჯორჯიელები 24 იანვარს შინ "ორლანდოსთან" გამართავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული