ზაზა ფაჩულიამ მოხსნებში დუაიტ ჰოვარდი დაჯაბნა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსმა" გამარჯვების გემო გაიხსენა. ჯორჯიელებმა კონფერენციაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ "ორლანდოს" მოუგეს, რაშიც ზაზა ფაჩულიას წვლილი მნიშვნელოვანია.

ქართველმა ცენტრმა მატჩში უმეტესი 13 მოხსნა მოაგროვა. ორლანდოელთა ლიდერ დუაიტ ჰოვარდის ანგარიშზე კი ერთით ნაკლები - 12 მოხსნა დაგროვდა.

ატლანტელები პირველ ტაიმში სოლიდურად კი დაწინაურდნენ, თუმცა ბოლო წუთებში მაინც გაუჭირდათ. ორლანდოელებმა დიდი შესვენებისას დაფიქსირებული17-ქულიანი უპირატესობა მნიშვნელოვნად შეამცირეს. ბოლო წუთებზე ატლანტელებმა სიმტკიცე გამოავლინეს და საბოლოოდ 5 ქულის სხვაობით - 83:78 გაიმარჯვეს.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში - 39,36 წუთს ითამაშა. ქართველი ცენტრი ძირითადად დუაიტ ჰოვარდის მეურვეობით
იყო დაკავებული და NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის გაუვნებელყოფა კარგადაც გამოუვიდა.

საბოლოოდ ჰოვარდი 12 ქულას და ამდენივე მოხსნას დასჯერდა. ფაჩულიამ კი 13 მოხსნასთან ერთად 4 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე სეზონში ფაჩულიას საუკეთესო შედეგი 14 მოხსნაა, რომელიც მან 28 იანვარს, "მილუოკისთან" მოგებულ შეხვედრაში მიითვალა.

"ატლანტამ" როგორც იქნა 20-მოგებიან ზღვარს უწია. ჯორჯიელების პასივში 14 მარცხია და ამ შედეგით ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრაში ატლანტელები "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლებენ. 24 თებერვლიდან კი NBA-ში 4 დღიანი შესვენება "ოლ სტარის" გამო გამოცხადდა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
"მომდევნო შეხვედრაში 30 თებერვალს...."
ეს ეტყობა ახალი კალენდარია რაღაც, ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცნობი. ^_^

vermi_cana
13:06 24-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული