"სუპერმენმა" 12-12 ქულა-მოხსნა მოაგროვა, რაც მის ნორმას ძალიან ჩამოუვარდება. ჰოვარდი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 20.1 ქულასა და 15.3 მოხსნას აგროვებს.
თავის მხრივ, ფაჩულიამ იმდენად ზუსტად ვერ ისროლა, როგორც სურდა, მაგრამ ფარქვეშ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა, 13 მოხსნა (23 თებერვალს გამართულ შეხვედრებში 13 მოხსნა საუკეთესო შედეგია. ზაზამ ლიდერობა ოკლაჰომელ იბაკასთან გაიყო), 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
სასიამოვნოა, რომ დღეს ყველაფერი კარგად გამოგვივიდა და ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ, - განუცხადა ზაზა ფაჩულიამ გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენს".
NBA-ს ოფიციალურ საიტზე მატჩის მიმოხილვა რამდენიმე ქვეთავადაა დაყოფილი. ერთ-ერთს ჰქვია - "შემოტრიალების წერტილი". ქვემოთ ვკითხულობთ:
"მიუხედავად იმისა, რომ "ატლანტა" პირველი ტაიმის შემდეგ 17 ქულის სხვაობით იგებდა, "ორლანდომ" სიტუაციის გამოსწორება მოახერხა და სხვაობა ქულამდე შეამცირა. სწორედ ამ დროს ჯოშ სმიტმა ორქულიანი ააცილა. ბურთის მოხსნა კი ჰოვარდს ფაჩულიამ არ დაანება. მეტიც, ქართველმა ცენტრმა ბურთი თანაგუნდელ გრინს გადააწოდა და სამქულიანი ჩააგდებინა - 72:68 (სირენამდე 3:15 წუთით ადრე).
ამის შემდეგ "ორლანდოს" თამაშის შემოტრიალების შანსი აღარ მისცემია."
"ოლ სტარის" გამო "ატლანტა" 29 თებერვლამდე დაისვენებს ("გოლდენ სტეიტს" უმასპინძლებს.
ატლანტა-ორლანდო 83:78
ზაზა ფაჩულია: 40 წუთი, 4 ქულა (6/1 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო), 13 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა, 3 შეცდომა, 4 ფოლი.
I პერიოდი
8:07 4-4 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
7:20 4-6 პასი: 1 (სმიტი 2ქ)
5:31 6-13 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
4:01 10-15 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
1:19 18-23 ორქულიანი: არაზუსტი
1:01 18-24 მოხსნა: შეტ-1, დაც-3
0:51 18-24 მოხსნა: შეტ-2, დაც-3
0:48 18-27 პასი: 2 (პარგო 3ქ)
0:33 18-27 მოხსნა: შეტ-2, დაც-4
II პერიოდი
8:04 28-36 ზაზამ ი. ჯონსონი შეცვალა
7:45 28-36 მოხსნა: შეტ-3, დაც-4
7:20 28-36 ჩაჭრა: 1 (ჰოვარდს აართვა)
6:20 28-41 შეცდომა: 1
4:31 30-41 მოხსნა: შეტ-4, დაც-4
4:31 30-41 ორქულიანი: არაზუსტი
4:16 30-43 ორქულიანი: 2ქ
III პერიოდი
9:42 35-49 ორქულიანი: არაზუსტი
8:03 38-51 ფოლი: 1
6:43 41-55 ორქულიანი: არაზუსტი
5:16 47-55 შეცდომა: 2
4:48 47-55 მოხსნა: შეტ-4, დაც-5
1:57 51-58 ჩაჭრა: 2 (დუჰონს აართვა)
0:21 55-58 ფოლი: 2
IV პერიოდი
7:47 62-66 ზაზამ ი. ჯონსონი შეცვალა
7:09 62-66 შეცდომა: 3
5:52 66-69 ორქულიანი: არაზუსტი
4:41 66-69 ფოლი: 3
3:18 68-69 მოხსნა: შეტ-5, დაც-5
3:15 68-72 პასი: 3 (გრინი 3ქ)
1:57 68-74 მოხსნა: შეტ-5, დაც-6
1:25 70-74 ფოლი: 4
1:01 71-74 მოხსნა: შეტ-6, დაც-6
1:00 71-76 პასი: 4 (გრინი 2ქ)
0:26 73-77 ჰაინრიხმა ზაზა შეცვალა
0:25 73-77 ზაზამ ჰაინრიხი შეცვალა
0:20 73-78 მოხსნა: შეტ-6, დაც-7
0:20 73-80 საჯარიმოები: 2/2 (4ქ)
0:15 74-80 ჰაინრიხმა ზაზა შეცვალა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ქართველებს, და მეტადრე, ჟურნალისტებს, სომხური სინდრომი შეეყარათ, აშკარად.