ვლადიმერ ბოისას "პანიონიოსმა" აუტსაიდერთან წააგო

AutoSharing Option
ვლადიმერ ბოისას "პანიონიოსი" საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში აუტსაიდერ "იკაროსთან" დამარცხდა.

ათენელებმა შეხვედრა სტუმრად გამართეს და საბოლოოდ 64:74 წააგეს. ამ მარცხს პანიონიოსელებითვის ცხრილზე გავლენა არ მოუხდენია - ბოისას გუნდი ისევ მეოთხე ადგილზეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მოედანზე 18 წუთი გაატარა. ბოისამ 1 ორქულიანთან ერთად 2 საჯარიმო ააცილა და მოედანი უქულოდ დატოვა, თუმცა 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს.

საბერძნეთის ჩემპიონატში "პანიონიოსი" მომდევნო შეხვედრას 7 მარტს, შინ, "აგორის" წინააღმდეგ გამართავს.

gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული