ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამმა" "არამექსი" გაანადგურა

AutoSharing Option
აღმოსავლეთ აზიის საკლუბო ჩემპიონატში ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამმა" ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალი ორ მოგებამდე იყო. მაჰრამელებმა ჯერ სტუმრად აჯობეს იორდანიულ "არამექსს", შემდეგ - შინ. განმეორებითი მატჩი, რომელიც ირანში გაიმართა "მაჰრამმა" 91:55 მოიგო.

ნიკა ცქიტიშვილს მეტად შეზღუდული სათამაშო დრო ერგო: 12 წუთი ითამაშა. ამ მონაკვეთში მან 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

ალბათ, მკითხველსაც აინტერესებს, რატომ ითამაშა ნიკამ მხოლოდ 12 წუთი. პასუხს მატჩის ოქმიდანვე მივიღებთ: სკიტამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და "მაჰრამმა" პირველივე ათწუთეულში გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი
- მეოთხედი სარკისებური ანგარიშით, 31:13 მოიგო.

მეორე ტაიმში მწვრთნელს გუნდის ლიდერების დახმარება აღარ დასჭირვებია.

ჩემპიონატის ნახევარფინალში "მაჰრამს" კარგად ნაცნობი "ზობ აჰანი" დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალიდან ლიბანური "ალ მუტაჰედი" გამოაგდო.

"აჰანს" "კარგად ნაცნობი"'იმ მარტივი მიზეზით ვუწოდეთ, რომ ისიც ირანული კლუბია. მიმდინარე ჩემპიონატში, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა "მაჰრამის" მხარესაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული