მანუჩარ მარკოიშვილი - ევროლიგის საიტის კვირის გამორჩეული

AutoSharing Option
ევროლიგის ოფიციალურ საიტზე ყოველ კვირას გამორჩეული კალათბურთელების ინტერვიუები ქვეყნდება. ამჯერად ევროლიგის საიტის სტუმარი მანუჩარ მარკოიშვილი იყო, რომლის მოსაზრება ქართველი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

კითხვები მეტად ორიგინალურია. პირველი ასე ჟღერს:

- რამდენად მოგწონს ევროლიგის მატჩებისას სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა?
- ეს ევროლიგის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ერთვება ამ შეჯიბრებაში. ასევე საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის გაცნობა.

- ფანებზე რისი თქმა შეგიძლია?
- ყველა გუნდს თავისებურად გამორჩეული გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ ბელგრადის "პარტიზანისა" და ათენის "პანათინაიკოსის" ქომაგი მაინც განსხვავებულია - ძალიან ხმაურიანები
არიან, თამაშს ალამაზებენ და მასპინძლებს მოგებას უადვილებენ. ამ მხრივ "კანტუსაც" გამორჩეული გულშემატკივარი ჰყავს.

- რას გრძნობ, როცა ევროლიგის ჰიმნს ისმენ?
- ესაა ბოლო ზარი თამაშის წინ. სწორედ ჰიმნის მოსმენის შემდეგ უნდა დარწმუნდე, რომ მზად ხარ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და მენტალურად. არა მხოლოდ მატჩებისას, ევროლიგის ჰიმნის მოსმენა მოედნის მიღმაც სასიამოვნოა, თამაშების დეტალებს მახსენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული