კითხვები მეტად ორიგინალურია. პირველი ასე ჟღერს:
- რამდენად მოგწონს ევროლიგის მატჩებისას სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა?
- ეს ევროლიგის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ერთვება ამ შეჯიბრებაში. ასევე საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის გაცნობა.
- ფანებზე რისი თქმა შეგიძლია?
- ყველა გუნდს თავისებურად გამორჩეული გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ ბელგრადის "პარტიზანისა" და ათენის "პანათინაიკოსის" ქომაგი მაინც განსხვავებულია - ძალიან ხმაურიანები
- რას გრძნობ, როცა ევროლიგის ჰიმნს ისმენ?
- ესაა ბოლო ზარი თამაშის წინ. სწორედ ჰიმნის მოსმენის შემდეგ უნდა დარწმუნდე, რომ მზად ხარ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და მენტალურად. არა მხოლოდ მატჩებისას, ევროლიგის ჰიმნის მოსმენა მოედნის მიღმაც სასიამოვნოა, თამაშების დეტალებს მახსენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"