ზაზა ფაჩულიამ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 1 მარტს, გამთენიისას გამართულ მატჩში "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ ქართველმა ცენტრმა 13 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა. სამწუხაროა, რომ ქართველი ცენტრის გარჯა სათანადოდ არ დაფასდა და ატლანტელებმა საშინაო მატჩი წააგეს - 82:85.

ფაჩულიამ ტრადიციულად ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 37,43 წუთი გაატარა. ზაზამ 14 ცდიდან 5 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

მოპოვებულ 13 ქულას ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში პირადსარეკორდო 16 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მოაყოლა. ამ შედეგით ზაზა ფაჩულია ატლანტელთაგან ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ
დასახელდა.

ატლანტელებს დაუბრუნდათ ტრავმირებული ლიდერი ჯო ჯონსონი, რომელიც თავის გუნდში 18 ქულით ბომბარდირი კი გახდა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. საერთოდ, "ატლანტას" ყველა სასტარტო ასცდა 10-ქულიან თამასას, თუმცა საუკეთესო შედეგი მაინც ქართველმა კალათბურთელმა დააფიქსირა.

20 მოგებითა და 15 მარცხით "ატლანტა" საკუთარ დივიზიონში მესამე, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრა ფაჩულიას გუნდს 3 მარტს საკუთარ მოედანზე "მილუოკის" წინააღმდეგ ელის.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული