შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ტერფის ძვალი ორიოდ თვის წინ გაიბზარა და მას შემდეგ მხოლოდ ინდივიდუალურად, მსუბუქად ვარჯიშობს.
2 დღის წინ შენგელიას ბელგიელმა ექიმებმა ფეხზე გამოკვლევა ჩაუტარეს და თუ რა სიტუაციაა მის ტრავმასთან დაკავშირებით, თავად შენგელია გვიამბობს.
- რა მდგომარეობაში გაქვს ფეხი?
- სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ძვლის დაზიანებული ადგილი ბოლომდე მორჩენილი არ არის. ექიმებმა მითხრეს, ძალიან მცირე ნაწილიღაა აღსადგენი, თუმცა შეგიძლია მსუბუქად სირბილს შეუდგეო.
- რამდენი ხანი გინდა, რომ სრულფასოვანი ვარჯიში დაიწყო?
- დაახლოებით 2 კვირა. მარტის შუა რიცხვებში ხელახალ რენტგენს გადავიღებ ფეხზე, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, გუნდს შევუერთდები და სრულფასოვნად ვივარჯიშებ. არ მინდოდა, 2 კვირის გამო, რომ საფრთხეში ჩამეგდო თავი და ამიტომ შევწყვიტე ფეხის დატვირთვა.
gbf.ge