თორნიკე შენგელია ვარჯიშს 2 კვირაში განაახლებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "შარლერუას" ფორვარდი თორნიკე შენგელია ვარჯიშს კიდევ 2 კვირა ვერ შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ტერფის ძვალი ორიოდ თვის წინ გაიბზარა და მას შემდეგ მხოლოდ ინდივიდუალურად, მსუბუქად ვარჯიშობს.

2 დღის წინ შენგელიას ბელგიელმა ექიმებმა ფეხზე გამოკვლევა ჩაუტარეს და თუ რა სიტუაციაა მის ტრავმასთან დაკავშირებით, თავად შენგელია გვიამბობს.

- რა მდგომარეობაში გაქვს ფეხი?
- სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ძვლის დაზიანებული ადგილი ბოლომდე მორჩენილი არ არის. ექიმებმა მითხრეს, ძალიან მცირე ნაწილიღაა აღსადგენი, თუმცა შეგიძლია მსუბუქად სირბილს შეუდგეო.
მეც ვცადე და ოდნავ ამტკივდა, ამიტომაც შევწყვიტე და ძველებულად ინდივიდუალურად, მსუბუქად ვვარჯიშობ.

- რამდენი ხანი გინდა, რომ სრულფასოვანი ვარჯიში დაიწყო?
- დაახლოებით 2 კვირა. მარტის შუა რიცხვებში ხელახალ რენტგენს გადავიღებ ფეხზე, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, გუნდს შევუერთდები და სრულფასოვნად ვივარჯიშებ. არ მინდოდა, 2 კვირის გამო, რომ საფრთხეში ჩამეგდო თავი და ამიტომ შევწყვიტე ფეხის დატვირთვა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული