დაგვეთანხმებით, სასიამოვნო ამბავია, 22 წლის ქართველი ცენტრი ხომ უამრავ ვარსკვლავს შორის გამოარჩიეს.
მას "ოლ სტარში" ისეთი კალათბურთელების გვერდით მოუწევს თამაში, როგორებიც არიან: ბო მაკალები, ანტონის ფოცისი... თუმცა სჯობს ლეგიონერთა ნაკრები სრულად გაგაცნოთ: ჯერმეინ ჯონსი (სკავოლინი), ლინტონ ჯონსონი (აველინო), რიჩარდ ჰიკმანი (სკავოლინი), მარკეს გრინი (აველინო), ჯეიმს უაითი (სკავოლინი), ბო მაკალები (მონტეპასკი), ტრევის დიენერი (სასარი), ობრი კოულმენი (ბიელა), დაგლას რობერტსი (ვირტუსი), ანტონის ფოცისი (მილანი), ანდრე სმიტი (კასერტა),
გუნდს კანტუელი ანდრეა ტრინჩიერი გაწვრთნის. ვფიქრობთ, ვარსკვლავთა მატჩში მონაწილეობას ვიქტორ სანიკიძეც იმსახურებდა, რომელიც იტალიის ჩემპიონატში მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით საუკეთესოა, ისევე, როგორც მოხსნებში.
უმთავრესად სწორედ ვიქტორის დამსახურებაა "ვირტუსის" წარმატება მიმდინარე სეზონში. თუმცა ვერაფერს შევცვლით. მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ვიქტორმა იტალიის ვარსკვლავთა მატჩში გასულ სეზონში ითამაშა, კოჭი იტკინა და შესვენებაზე ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა აღარ მიუღია.
წლევანდელი "ოლ სტარი" 11 მარტს ქალაქ პესაროში გაიმართება.
წერა მარკოიშვილით დავამთავროთ. "ჟალგირისთან" საოცარი წარმოდგენის შემდეგ (32 ქულა) ველით, რომ იგი ევროლიგის ტოპ-16-ის მეექვსე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდება. გამართლდება თუ არა ჩვენი მოლოდინი, დღეს გავიგებთ (ტურის ოთხი მატჩი 1 მარტს გვიან ღამით დასრულდა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"