მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგაში საუკეთესოდ აღიარეს [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის ტოპ 16-ის (მეორე ჯგუფური ეტაპის) მე-6 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში იტალიური "კანტუს" ქართველმა უკანახაზელმა კაუნასის "ჟალგირისთან" სტუმრად გამართულ მატჩში 32 ქულა მოაგროვა და თავის გუნდს მოაგებინა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ისტორიაში ქართველი კალათბურთელებისთვის ეს საუკეთესო შედეგია.

კაუნასურ მატჩში მარკოიშვილის სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება:

39 წუთი, 32 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა, 2 პასი, 0 დაკარგვა

სამწუხაროდ, "კანტუ" ჯგუფიდან ვერ გავიდა. მარკოიშვილის გუნდს მერვედფინალში გასასვლელად რამდენიმე ჩაგდებული ბურთი დააკლდა. სწორედ ბურთების შეფარდებით
ჩამორჩნენ კანტუელები პლეი ოფში გასულ თელავივის "მაკაბის".

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული