ატლანტელები გადამწყვეტი მეოთხედის წინ 11 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა ძალები მოიკრიბეს და შინაურ არენაზე ზედიზედ მეორედ დამარცხება არ დაუშვეს. ხელახლა დაშავებული ჯო ჯონსონის არყოფნაში გადამწყვეტი სიტყვა თქვა ჯოშ სმიტმა, რომელმაც 24 ქულასთან ერთად 19 მოხსნაც მიითვალა.
წინა მატჩის დარად პროდუქტიული არ იყო ქართველი ცენტრი. შეგახსენებთ, რომ "გოდენ სტეიტთან" ზაზამ 13 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა, თუმც "მილუოკისთან"
"ატლანტა", რომელსაც 21 მოგება და 15 მარცხი აქვს, აღმოსავლეთის ცხრილში კვლავაც მე-6 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა "ქორებს" ისევ ატლანტაში ელით. თბილისში რომ 3 მარტი დაღამდება, "ფილიპს არენაზე" "ჰოუქსი" დასავლელ "მონსტრ" "ოკლაჰომას" უმასპინძლებს.
www.gbf.ge