ვიქტორ სანიკიძე ვარჯიშზე დაშავდა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძე ტრავმირებულია და, ექიმების ვარაუდით, ორკვირიანი დასვენება მოუწევს. იტალიელი მედიკოსები ქართველ ფორვარდს კომპიუტერულ ტომოგრაფიას უახლოეს საათებში გადაუღებენ და შემდეგ უკვე ზუსტად განსაზღვრავენ, თუ რამდენი ხანი დასჭირდება სარეაბილიტაციოდ.

სანიკიძემ ტრავმა 3 მარტს ვარჯიშზე მიიღო. მან თანაგუნდელ დეივიდას გაილიუსს ფეხზე დააბიჯა და კოჭი ამოიბრუნა. წინასწარი დათვალიერებით, ექიმები კოჭის დისლოკაციაზე საუბრობენ, სანიკიძე კი ყავარჯნებით გადაადგილდება.

როგორც იტალიური პრესა იუწყება, ქართველი ფორვარდი გუნდს სავარაუდოდ 20 მარტისთვის დაუბრუნდება და შესაძლოა, 2 ტურის შემდეგ "სასარის" წინააღმდეგ შეძლოს თამაში.

აქვე გეტყვით, რომ იტალიის ჩემპიონატის დღეს გამართულ
ტურში სანიკიძის გარეშე დარჩენილმა "კანადიან სოლარმა" "ვარეზესთან" სტუმრად 23 ქულის სხვაობით - 63:86 წააგო.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული