ქართველების "კანტუმ" "აველინო" დაამარცხა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუმ" იტალიის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა.

ქართველი კალათბურთელებით გაძლიერებულმა გუნდმა სტუმრად "აველინოს" 72:63 მოუგო. კანტუელებმა "აველინო" ბოლო დროს დაიბრიყვეს და სადაც შეხვდნენ - თასზე თუ ჩემპიონატში, შინ, სტუმრად თუ ნეიტრალურ მოედანზე, დამაჯერებლად მოუგეს.

მარკოიშვილი და შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ გამოჩენილან. მანუჩარმა 17 წუთი ითამაშა და 10 ქულის, 2 ჩაჭრის და 1 მოხსნის მოგროვება შეძლო. ქართველმა უკანახაზელმა 4-დან 2 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო და 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო. შერმადინი შედარებით მოკრძალებული იყო - 10 წუთში გიორგიმ
3 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"კანტუ" 13 მოგებითა და 8 წაგებით, ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით მესამე ადგილზეა. ანალოგიური შედეგი აქვთ "ემპორიო არმანისა" და ნიკა მეტრეველის "დინამო სასარის".

ამ ტურში გამარჯვების შემთხვევაში ვიქტორ სანიკიძის "კანადიან სოლარს" მეორე ადგილზე გადასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა "ვარეზესთან" 63:86 განადგურდა. სანიკიძეს ტრავმის გამო არ უთამაშია. მეტრეველის გუნდი კი ამ ტურში ისვენებდა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული