ბესიკ ლეჟავა კვიპროსულ ნახევარფინალში

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური უკვე გაინაღდა სამმა გუნდმა, აეკ-ისა და აპოელ-ის სერიაში კი ანგარიში საყაიმოა - 1:1. სამ გუნდს შორის, რომლებმაც მეოთხედფინალში ორივე მატჩი მოიგეს (სერია ორ გამარჯვებამდეა) ბესიკ ლეჟავას "აპოლონიცაა".

მან იოლად დაძლია ენად-ის ბარიერი: პირველი მატჩი შინ 95:63 მოუგო, ხოლო მეორე სტუმრად - 98:82. მოგახსენეთ, რომ ლეჟავა "აპოლონის" ღირსებას იცავს, მაგრამ არ გვითქვამს, რომ ენად-ში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში ბესოს თანაგუნდელი ნიკა ჩხატარაშვილი (1986 წელს არიან დაბადებულები) ირჯება. თუმცა მეოთხედფინალურ სერიაში ნიკას მონაწილეობა არ მიუღია.

რაც შეეხება ლეჟავას, მან
ორივე შემთხვევაში გადალახა ათქულიანი ბარიერი. პირველ მატჩში 21 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა. არც სროლის სიზუსტე დაეწუნებოდა: 6 სამქულიანიდან ნახევარი გამოიყენა, რასაც ზუსტად ნატყორცნი ერთადერთი ორქულიანი მიამატა.

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში ერთბაშად ექვსი აპოლონელის მონაგარში დაფიქსირდა ქულები ორნიშნა რიცხვებით.

მეორე მატჩში, რომელიც ლეჟავას გუნდმა 98:82 მოიგო, ქართველმა უკანახაზელმა მეტი სათამაშო დრო დაიმსახურა - 24 წუთი. სროლის სიზუსტითაც გამოირჩა და მატჩის ერთ-ერთი ბომბარდირიც გახდა: 2/2 ორქულიანი, 5/3 სამიანი, 2/2 საჯარიმო, 15 ქულა, 3 პასი, 1 მოხსნა.

როგორც თავად ლეჟავამ გვითხრა, მისი გუნდის მიზანი არა მხოლოდ მეოთხედფინალის გადალახვა, არამედ კვიპროსის ჩემპიონობაა. ასე რომ, "აპოლონს" სერიოზული ბრძოლები აწი ელის, ნახევარფინალში ეთას დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული