ირანში ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამს" კონკურენტი არ ჰყავს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ირანის ჩემპიონატმა ნიკა ცქიტიშვილისთვის აზრი დაკარგა. "მაჰრამმა" შიდაჩემპიონატში 21-ე მატჩი გამართა და კვლავ დაუმარცხებელია. თეირანელების მორიგი მსხვერპლი "აზადი" გამოდგა, რომელიც "მაჰრამმა" 100:77 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ცქიტიშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა. ნიკამ მოედანზე 33,25 წუთი გაატარა და 13 ქულა, 10 მოხსნა და თითო პას-დაფარება მოაგროვა. მისი 7 ორქულიანიდან 5-მა მიაღწია მიზანს, ხოლო 4 სამიანიდან 1 ჩააგდო.

მაჰრამელებს მორიგი მატჩი უკვე დასავლეთ ევროპის საკალათბურთო ლიგაში ელით. ცქიტიშვილის გუნდი ნახევარფინალშია და თანამემამულე "ზობ აჰანს" ხვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული