ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და 18 ქულასთან ერთად 20 მოხსნა, 4 დაფარება და თითო ჩაჭრა–პასი მოაგროვა. ნიკამ ფარს არავინ გააკარა და თავისი გუნდის წარმატებაში ლომის წილი შეიტანა.
ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და როგორც უკვე ვთქვით, შეუცვლელად ითამაშა. "სკიტას" უკვე პირველი მეოთხედის შემდეგ 8 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა.
ჩვენებურმა 11-იდან 7 ორქულიანი, 4-იდან 1 სამქულიანი და
ნიკოლოზის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 30-ს უწია და თანაგუნდელთაგან იგი მხოლოდ სამად ბაჰრამის (32) ჩამორჩა, რომელმაც 27 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
საპასუხო მატჩი "ზობ აჰანის" მოედანზე 12 მარტს გაიმართება. თუკი "მაჰრამი" იმარჯვებს, ფინალში გავა. არადა, მესამე, გადამწყვეტი მატჩი უკვე მაჰრამელთა მოედანზე დაინიშნება.
მეორე ნახევაფინალურ წყვილში ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, ლიბანურმა "ალ რიადიმ" თანამემამულე "ჩემპვილს" დაძაბულ ბრძოლაში 104:100 მოუგო.
gbf.ge