მანუჩარ მარკოიშვილმა "კანტუს" 18 ქულა შესძინა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიის ჩემპიონატში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა ეფექტურად. "კასერტასთან" 31 წუთში 18 ქულა (12-იდან 6 ორქულიანი, 3-იდან 2 ორქულიანი), 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

მანუზე მეტი მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა პერკინსმა ჩააგდო - 20 ქულა. გიორგი შერმადინმა 25 წუთში 4-4 ქულა-მოხსნა და თითო პასი-დაფარება გაიფორმა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "კანტუმ" "კასერტა" სტუმრადაც დაამარცხა - 75:58.

7 მარტს ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" 77:72 სძლია "მონტეგრანაროს". ქართველ თავდამსხმელს არ უთამაშია. ასევე ჩვენიანის დახმარების გარეშე გაიმარჯვა "დინამო სასარიმ" - "რომა" დედაქალაქში 72:68
დაჯაბნა. ნიკა მეტრეველი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოსულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული