ზაზა ფაჩულიას რიგით მეექვსე ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში

AutoSharing Option
ქართველი ცენტრი "ატლანტას" მნიშვნელოვან მატჩში შეეშველა. ატლანტელები საკრამენტოში "კინგსს" შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 106:99 გაიმარჯვეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე მთლიანობაში 29,44 წუთი იმყოფებოდა. ზაზამ 6-იდან 4 ორქულიანი და 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო. მას საბოლოოდ 10 ქულა, 13 მოხსნა და 1 პასი დაუგროვდა. ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მომხსნელი გახდა. ზაზას 6 პერსონალურის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

შეხვედრის ბედი მესამე მეოთხედმა გადაწყვიტა, რომელიც ატლანტელებმა 7 ქულის სხვაობით მოიგეს, დანარჩენ პერიოდებში კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ატლანტელთაგან 28 ქულით საუკეთესო
ჯოშ სმიტი გახდა, საკრამენტოელთაგან კი დემარკუს ქუზენსმა 28 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

"ატლანტა" ამ გამარჯვებით "ინდიანას" დაეწია და ახლა ამ გუნდთან ერთად აღმოსავლეთ კონფერენციაში V-VI ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 14 მარტს დენვერში ელის.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული