წარმატებაში ლომის წილი დაიდო ქართველმა თავდამსხმელმა: 32 წუთში 29 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. მის ანგარიშზე 7 ორქულიანი (13-იდან), 1 სამიანი (4-იდან) და 9 საჯარიმოა (10-იდან).
როგორც მოგახსენეთ, "მაჰრამს" ჩემპიონატში თამაში არ წაუგია. სულ 22 შეხვედრა ჩაატარა. "სკიტას" გუნდი მეოთხედფინალში "გორგანს" შეხვდება.
სერია, რომელიც 2 მოგებამდეა, აპრილში დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"