ნიკა ცქიტიშვილმა რეგულარული ეფექტური დუბლით დაასრულა

AutoSharing Option
ირანის ჩემპიონატში რეგულარული ეტაპის ბოლო ტური გაიმართა. ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამმა" უშუალო კონკურენტი "პეტროჩიმი" მისსავე მოედანზე დაამარცხა - 92:83.

წარმატებაში ლომის წილი დაიდო ქართველმა თავდამსხმელმა: 32 წუთში 29 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. მის ანგარიშზე 7 ორქულიანი (13-იდან), 1 სამიანი (4-იდან) და 9 საჯარიმოა (10-იდან).

როგორც მოგახსენეთ, "მაჰრამს" ჩემპიონატში თამაში არ წაუგია. სულ 22 შეხვედრა ჩაატარა. "სკიტას" გუნდი მეოთხედფინალში "გორგანს" შეხვდება.

სერია, რომელიც 2 მოგებამდეა, აპრილში დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული