ნიკა ცქიტიშვილის მორიგი დუბლი და "მაჰრამის" პირველი წაგება

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილმა მიმდინარე სეზონში პირველად დატოვა მოედანი დამარცხებულმა.

ირანის რეგულარული ჩემპიონატის დაუმარცხებლად გამლევმა "მაჰრამმა" სეზონის პირველი წაგება საერთაშორისო საკლუბო ტურნირზე ირანულ გუნდთან იწვნია.

თეირანელებმა დასავლეთ აზიის საკალათბურთო ასოციაციის თასზე ისპაჰანში "ზობ აჰანთან" ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი დამატებით დროში - 88:91 დათმეს.

ცქიტიშვილის გუნდმა სერიის პირველი მატჩი შინ 100:86 მოიგო. ასე რომ, ფინალის საგზურის მოსაპოვებლად მესამე მატჩის გამართვა გახდა საჭირო.

ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, მოედანზე 45 წუთი დაჰყო. ნიკა მაჰრამელთაგან საუკეთესო იყო. სერიის წინა მატჩის მსგავსად, ცქიტიშვილმა ამჯერადაც ორმაგი დუბლი მიითვალა.
ნიკამ 13-იდან 8 ორქულიანი და 4-იდან 2 სამქულიანი ჩააგდო და 22 ქულას 11 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება წაამატა.

სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი 19 მარტს თეირანში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული