ირანის რეგულარული ჩემპიონატის დაუმარცხებლად გამლევმა "მაჰრამმა" სეზონის პირველი წაგება საერთაშორისო საკლუბო ტურნირზე ირანულ გუნდთან იწვნია.
თეირანელებმა დასავლეთ აზიის საკალათბურთო ასოციაციის თასზე ისპაჰანში "ზობ აჰანთან" ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი დამატებით დროში - 88:91 დათმეს.
ცქიტიშვილის გუნდმა სერიის პირველი მატჩი შინ 100:86 მოიგო. ასე რომ, ფინალის საგზურის მოსაპოვებლად მესამე მატჩის გამართვა გახდა საჭირო.
ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, მოედანზე 45 წუთი დაჰყო. ნიკა მაჰრამელთაგან საუკეთესო იყო. სერიის წინა მატჩის მსგავსად, ცქიტიშვილმა ამჯერადაც ორმაგი დუბლი მიითვალა.
სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი 19 მარტს თეირანში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"