ზაზა ფაჩულიას ორმაგმა დუბლმა "ატლანტას" ვერ უშველა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "კლიპერსთან" მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა. შეხვედრა 15 მარტს, გამთენიისას, ლოს ანჯელესში გაიმართა.

ფაჩულიას კარგმა თამაშმა საქმეს ვერ უშველა. მთლიანობაში ატლანტელებმა წარუმატებლად ითამაშეს და შეხვედრა ანგარიშით 82:96 დათმეს.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო. ზაზამ მოედანზე 35 წუთი გაატარა და 12 ქულასთან ერთად 10 მოხსნა მოაგროვა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ზუსტად ასეთი სტატისტიკა ჰქონდა კლიპერსის ახალგაზრდა ვარსკვლავ ბლეიკ გრიფინს, რომელმაც მოედანზე 33 წუთი გაატარა და ძირითადად ფაჩულიას წინააღმდეგ უწევდა თამაში.

ზაზამ თამაშიდან ნასროლი 8 ბურთიდან 5
ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი ორივე სროლა ჩააგდო. ორმაგ დუბლს ფაჩულიამ 1 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა. ის ატლანტელთაგან ერთადერთი კალათბურთელი იყო, რომელმაც მოხსნებში 10-ქულიან ზღვარს მიაღწია. საუკეთესოდ დასახელებულ ჯოშ სმიტს 18 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა ჰქონდა.

ჯორჯიულ გუნდს 24 მოგება და 19 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზეა. "ქორებს" "ბოსტონი" წამოეწია, რომელსაც იმდენივე მოგება და ერთით მეტი წაგება აქვს. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 17 მარტს შინაურ არენაზე "ვაშინგტონთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული