ბესიკ ლეჟავას "აპოლონის" რთული მისია

AutoSharing Option
მოულოდნელად დაიწყო კვიპროსის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია: ბესიკ ლეჟავას "აპოლონმა" მეორე მატჩიც წააგო და "ეთას" სერიაში 0:2 ჩამორჩა. ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც სამ შეხვედრას მოიგებს. ასე რომ, აპოლონელები რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდნენ - დარჩენილი მატჩები თავის სასარგებლოდ უნდა დაასრულონ.

რადგან ლეჟავას გუნდმა რეგულარული ეტაპი "ეთაზე" უკეთესი შედეგით დაასრულა, ნახევარფინალის პირველი შეხვედრა შინ გამართა და 64:72 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა 25 წუთში 5 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.

მეორე შეხვედრას "ეთამ" უმასპინძლა და როგორც უკვე გითხარით, ისიც მოიგო. ამჯერად 90:73. 19 წუთში
ბესიკ ლეჟავამ მეტოქის კალათის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ ისროლა (სამქულიანი) და მიზანში ვერ მოარტყა. მის აქტივში 5 პასი, 1 მოხსნა და 2 ჩაჭრაა.

ნახევარფინალური სერიის მესამე შეხვედრა 16 მარტს გაიმართება. მას "აპოლონი" უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული